სპორტი
საქართველოს ნაკრებმა სომხეთი 3:0 დაამარცხა
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა „ერთა ლიგის“ „პლეი ოფის“ პირველი შეხვედრა სომხეთის ნაკრებთან გამარჯვებით დაასრულა.

მატჩში პირველი გოლი 33-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა, ხოლო 37-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ 2 ქულიანი სხვაობით დააწინაურა გუნდი. შეხვედრის მეორე ნახევარში, 58 წუთზე მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა, ამრიგად, მატჩი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ 3:0 დასრულდა.

შეხვედრა ერევანში ვაჟგენ სარქისიანის სტადიონზე მიმდინარეობდა.

როგორც ცნობილია, "ერთა ლიგის" B დივიზიონის მომავალი მონაწილე საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების ორრაუნდიან დაპირისპირებაში გაირკვევა. მეორე შეხვედრა საქართველო-სომხეთის ნაკრებებს შორის თბილისში, 23 მარტს შედგება.

ჩეხეთთან მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში მე-3 ადგილზე გავიდა და იმისთვის, რომ C დივიზიონში არ ჩამოქვეითდეს, მარტში შეხვედრის ჩატარება სომხეთთან მოუწევს.

საქართველოს მეტოქეები იქნებიან: ესპანეთი, თურქეთი და ბულგარეთი.
| Print |