მხიარულ სტარტებში, სამცხე–ჯავახეთის გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა
23.04.2017
ახალციხის სასპორტო სკოლაში, მხიარული სტარტების რეგიონული ფინალი გაიმართა.
სამცხე–ჯავახეთის ჩემპიონის ტიტული, პირველი სკოლის გუნდმა, სოფელ წყრუთის საჯარო სკოლის გუნდთან დაპირისპირების შემდეგ მოიპოვა.
ფინალისტები მედლებითა და თასით დააჯილდოვეს.
გამარჯვებული მოსწავლეები, სამცხე–ჯავახეთის სახელით სექტემბერში, მხიარული სტარტების ფინალში მიიღებენ მონაწილეობას.
რეგიონულ ჩემპიონატამდე, ერთმანეთს მუნიციპალიტეტებს შორის გამარჯვებული გუნდები შეხვდნენ. თამაშებში ჩართვა 2000–2003 წლებში დაბადებულ მოსწავლეებს შეეძლოთ.
მხიარული სტარტები საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ტარდება.