რა პრობლემები აქვს საქალაქო ტრანსპორტს ახალციხეში?
18.12.2019
მოუხერხებელი გრაფიკი, გაუმართავი ტრანსპორტი და ავტობუსების სიმცირე - ამ და სხვა პრობლემებზე ჩივიან ახალციხეში, საქალაქო ავტობუსის მგზავრები. გარეუბანში მცხოვრები მოქალაქეები ამბობენ, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოხვედრა უჭირთ, რადგან ტრანსპორტი მხოლოდ რამდენიმე ქუჩაზე დადის. პრობლემაა ისიც, რომ ავტობუსი შაბათ-კვირას არ მოძრაობს.
მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლება საიმედოს ჯერ ვერაფერს ჰპირდება. მერის მოადგილე ამბობს, რომ ტრანსპორტის შეძენა დიდ თანხას მოითხოვს, რისი საშუალებაც ბიუჯეტს არ აქვს.