ეკონომიკა
27 ოქტომბერს ადიგენის სოფელ არალში მაჟორიტარ დეპუტატს აიჩევენ
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკრებულოების შუალედური არჩევნები დანიშნა. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს მაჟორიტარს ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში აირჩევენ.
შუალედური არჩევნები №38 ადიგენის საარჩევნო ოლქის მესამე უბანზე გაიმართება. დეპუტატს სოფელ არლის მოსახლეობა აირჩევს. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს, ამ უბანზე 1 461 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.
შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც არლის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ლაზარე ჩილინგარაშვილი ავადმყოფობის შედეგად, მიმდინარე წლის ხუთ აპრილს გარდაიცვალა. მან მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მოიპოვა.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, თუ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე შეუწყდა, არჩევნები იმავე წლის ოქტომბერში გაიმართება.
შუალედურ არჩევნებზე კანდიდატის წარდგენა როგორც პარტიასა და ბლოკს, ასევე საინიციატივო ჯგუფსაც შეეძლება. ამისთვის 50 ამომრჩევლის ხელმოწერაა საჭირო.
გააზიარეთ :