ახალციხის ცხელების ცენტრში მოთავსებული პირებიდან ერთ-ერთს, კორონავირუსი დაუდასტურდა. დაინფიცირებული კლინიკა "იმედში" საკარანტინე ზონიდან, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით შეიყვანეს. ის ადგილობრივი არ არის, სამცხე-ჯავახეთში ორკვირიანი კარანტინის გასავლელად ჩამოიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ახალციხეში პირველ პაციენტს 25 აპრილს დაუდასტურდა. მეორე შემთხვევა 29 აპრილს გამოვლინდა, მესამე კი დღეს. სამივე მათგანი ცხელების ცენტრში საკარანტინე ზონიდან შეიყვანეს.