ბორჯომში COVID 19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ბორჯომის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ტელეკომპანია "ბორჯომის" ინფორმაციით, COVID 19 სოფელ ჭობისხევში ახალგაზრდა მამაკაცს დაუდასტურდა. როგორც სოფელში ამბობენ, 25 წლამდე მამაკაცს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ჰქონია. იგი ქვეყნის დატოვებას გეგმავდა და სავალდებულო ტესტირების შედეგად გაიგო, რომ კოვიდდადებითია.
ამჟამად კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს.
ამ დროის მონაცემებით სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 63 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 20 გამოჯანმრთელდა.