საქართველოში COVID 19-ის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 14 440-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 208 პაციენტი და საერთო რაოდენობა 7 367-ია.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 792 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.
ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 042-ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსით 113 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.