COVID 19-ის ახალი შემთხვევები სამცხე-ჯავახეთის სამ მუნიციპალიტეტში გამოვლინდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის ინფორმაციით, დაფიქსირებული შემთხვევიდან 5 - ახალციხეში, 1 - ადიგენში და 2 ასპინძის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა. გიორგი მიქელაძის თქმით, 4 მათგანი სამედიცინო პერსონალის კონტაქტებს წარმოადგენს, ორი ახალი შემთხვევა აჭარას უკავშირდება, ხოლო ორი მათგანის წყარო უცნობია და მიმდინარეობს მოკვლევა.
რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაში 170 პირი იმყოფება. აქედან ახალქალაქის მუნიციპალიტეტში - 31 პირი, ადიგენის მუნიციპალიტეტში - 16, ახალციხის მუნიციპალიტეტში - 89, ბორჯომის მუნიციპალიტეტში - 20 და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში - 14 პირი.
კარანტინში სულ 453 პირი იმყოფება, აქედან ახალციხეში 31, ბაკურიანში 422.
კორონავირუსზე 394 ნიმუშის პასუხს ელოდებიან.