ახალციხეში სასტუმრო "ტიფლისი" ცხელების ზონად გადაკეთდა
სასტუმრო ტიფლისი დღიდან ცხელების ზონად გადაკეთდა. ამის შესახებ ინფორმაცია "მეცხრე არხს" ტიფლისის ერთ–ერთმა მფლობელმა დაუდასტურა. ია აბულაძის თქმით, შესაბამისი ხელშეკრულება სასტუმრომ დღეს, 24 ოქტომბერს გააფორმა და დეტალებში ჯერ კიდევ ერკვევა.
სასტუმროში განთავსდებიან ისეთი პირები, რომლებსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდებათ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ახალციხეში კორონავირუსის 9 შემთხვევა დაფიქსირდა.