ახალციხელი ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა
ხანშიშესული ქალი, რომელიც ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში რეანიმატოლოგად მუშაობდა, თბილისის ერთ-ერთ კლინიკში გარდაიცვალა. კორონავირუსის დიაგნოზით სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებისთანავე, ს.ფ.-ს მკურნალობა დაიწყეს, თუმცა ექიმის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„ძალიან მძიმედ იყო, ასაკიანი ქალია და კორონავირუსმა დაამძიმა მდგომარეობა“, - გვითხრეს კოლეგებმა.
ეს მესამე შემთხვევაა, როცა კორონავირუსმა რეგიონში სამედიცინო პერსონალი იმსხვერპლა. თავდაპირველად ახალქალაქის სასწრაფო დახმარების ექიმი გარდაიცვალა, მოგვიანებით კი სასწრაფო დახმარების რეგიონული მენეჯერი.