ეკონომიკა
როგორ ღარიბდებიან მოქალაქეები (ინფოგრაფიკა)
საქართველოში, საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობამ, 2020 წელს ნახევარ მილიონს გადააჭარბა. ეს ციფრი, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალია. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, წელს დახმარებას ქვეყნის მოსახლეობის 13.8% იღებს.
მიზნობრივი სოციალური დახმარება (საარსებო შემწეობა) არის ფულადი სახის გასაცემელი, რომლის მიზანია ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება.
რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთს - 2020 წელს საარსებო შემწეობას იღებს რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის 8.4%. აღსანიშნავია, რომ 2019 წელთან შედარებით, დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის, 2 000-ით არის გაზრდილი.
თუმცა, საქართველოში ღარიბად თავს გაცილებით მეტი ადამიანი თვლის. 2020 წელს, მიზნობრივი სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია 1 002 427 პირი, დახმარება კი მათ ნახევარს ერგო (515 700).
რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთს, რეგიონში დახმარების მიღება 37 830-მა პირმა ითხოვა, თუმცა საარსებო შემწეობას 13 475 იღებს. მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
გააზიარეთ :