ეკონომიკა
365 ლარი თვეში, ოთხსულიანი ოჯახი და გაორმაგებული ფასების „თავის ტკივილი“
სახსრები, მხედველობა, სისხლ-ძარღვები, წნევა, გული - 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს ეს და ბევრი სხვა ჯანმრთელობის პრობლემა აწუხებს. ამიტომაც, პენსიის ან სხვა შემოსავლის დიდი ნაწილი წამლებზე ეხარჯებათ. გაუფასურებული ლარისა და გაძვირებული მედიკამენტების ფონზე, სულ უფრო უძნელდებათ თვიური ბიუჯეტის ისე გადანაწილება, რომ ყველაზე აუცილებელს ამყოფინონ. სახელმწიფოს გადაწყვეტილებით კი 178.10 ლარი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანმა ერთი თვის განმავლობაში თავი გაიტანოს. ამოცანა გვეკითხება, რას და როგორ ჰყოფნის ხელისუფლების მიერ განსაზღვრული ბიუჯეტი?

65 წლის ციცო ლონდარიძეს მარცხენა თვალში გლაუკომა (თვალის ქრონიკული დაავადება) სამი წლის წინ დაუდგინდა. მას შემდეგ, ექიმის დანიშნულებით, ყოველდღე იღებს საჭირო მედიკამენტს, რათა დაავადება მეორე თვალზე არ გადავიდეს და მხედველობა სრულად არ დაკარგოს. ამისთვის დანიშნული წამლის („აზარგა“) ღირებულება პანდემიამდე 18 ლარზე ცოტა მეტი იყო. ფასი ეძვირა და ექიმს შედარებით დაბალფასიანი მედიკამენტის დანიშვნა სთხოვა. პრეპარატ ,,კალტეს“ 5 გრამიან ფლაკონში 10 ლარამდე იხდიდა და თითქმის სამი კვირა მოიხმარდა. 2019 წლის დეკემბრიდან წამლის ფასი ეტაპობრივად გაიზარდა, თუმცა რამდენიმე თვის წინ მედიკამენტი ფარმაცევტული ბაზრიდან გაქრა. სინათლის დაკარგვის შიშით, ისევ ძვირადღირებული „აზარგას“ ყიდვა გადაწყვიტა. სხვა შემთხვევაში ჯერ თვალის ტკივილი დაეწყებოდა, რაღაც დროის შემდეგ საგნები კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდებოდა და თვალშიც შავი წერტილები გამრავლდებოდა. თვალის წვეთები, რომელიც ერთი წლის წინ 18 ლარი ღირდა, ციცო ლონდარიძემ ფასდაკლების დღეს 35 ლარად შეიძინა და უფრო მეტად იგრძნო თვალის და გაძვირებული ცხოვრების თავის ტკივილიც.

სახელმწიფოს დათვლით, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 365 ლარია.

იყიდოს ისედაც დაკარგული მხედველობის შესანარჩუნებლად აუცილებელი მედიკამენტი თუ შვილიშვილისთვის შოკოლადი ,,პირამიდა“, ციცოსთვის ერთნაირად რთულია. მითუმეტეს, როცა პატარა ეუბნება, რომ შოკოლადთან ერთად საქართველოს ერთ-ერთი კუთხის ,,მაგნიტი“ ამოუვა და ფაზლს ააწყობს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან ერთად.
შვილიშვილი, რომელიც ფაზლს აწყობს

წამალი სამ კვირას ეყოფა, დანარჩენზე მერე იფიქრებს. ამასობაში, სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული 365 ლარიდან საფულეში 330 დარჩა. თვის ბოლომდე 30 დღე, ოჯახში კი კიდევ სამი წევრი დარჩა.

აფთიაქიდან გამოსული, ცოტა ხნით ჩერდება, ღრმად სუნთქავს და ირგვლივ იხედება. თვალში ხვდება პრაქტიკულად დაცარიელებული ახალციხე. ხალხმრავლობას მხოლოდ აფთიაქებსა და ბანკებთან ხედავს. რიგს უყურებს და ამბობს, რომ იმ ხალხისგან განსხვავებით, ვინც ახლა საკრედიტო ვალდებულებებსაც იხდის, მის ოჯახს გაუმართლა.

ციცო იხსენებს, რომ ,,კარგი დიასახლისი“ 90-იან წლებში ვერ აღმოჩნდა. შევარდნაძის ეპოქაშიც ვერ მიხვდა, როგორ უნდა შეენახა ოჯახი, მთელი თვე, 8 ლარად ისე, რომ ხაჭაპურიც არ მოეკლო.

აპრილიდან კომუნალურ გადასახადებს აღარ ეხება სახელმწიფო სუბსიდირება. ახალციხეში კი მაგ დროს ღამით ტემპერატურა -6 გრადუსამდე ეცემოდა. ეკონომიური მოხმარების მიუხედავად, გამათბობელს ციცოს ოჯახი თითქმის ყოველ საღამოს რთავდა. მარტო ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ჯამი თვის ბოლოს 108 ლარი გამოუვიდათ.

გაზი - 89.97 ლარი                          წყალი - 1 ტონა 0.5 ლარი
დენი - 18.37 ლარი                         დასუფთავება - 2 ლარი


დენის და გაზის თანხას იხდის. მარტივი არითმეტიკით, რომელიც არც ისეთი მარტივია მოქალაქისთვის, როგორც საქსტატისთვის, ოჯახს ყველა დანარჩენი ხარჯის გასასტუმრებლად 221.66 ლარი რჩება.

კომუნალურების გადახდის შემდეგ, იმ აუცილებელი სურსათისა და ჰიგიენური საშუალებების ყიდვის დრო დგება, რომელიც მცირეწლოვანსა და პენსიონერს ერთნაირად ესაჭიროება.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 365 ლარიდან 30% ანუ 109.5 ლარი არასასურსათო ხარჯს უნდა მოხმარდეს. ეს ხარჯი კი მოიცავს კომუნალურებს, ჰიგიენურ საშუალებებს, ტრანსპორტს და ა.შ.

ამ თვეში არასასურსათო ხარჯი კომუნალურ გადასახადებზეც არ ჰყოფნის, არათუ ჰიგიენურ საშუალებებზე. თანხის 70%, ამ შემთხვევაში 255.5 ლარი, ოთხსულიანმა ოჯახმა საკვები პროდუქტის შესაძენად მთელი თვე უნდა იმყოფინოს, რაც ერთ კვირაში 59.62 ლარს შეადგენს.
ამ პროდუქტის შეძენის შემდეგ ოჯახი დარჩა ყავის, ხილის, ტკბილეულის, ასევე, კბილის პასტის, შამპუნის, ჭურჭლის სარეცხი ჟელეს, სარეცხის ფხვნილის, სარეცხისა და ხელის საპნის, ასევე, სხვა აუცილებელი საშუალებების გარეშე.
ციცო ლონდარიძეს არ რჩება შავი დღისა და ყოველი შემთხვევისთვის გადასანახი თანხა - ,,წამალია, მკვდარია, ცოცხალია, ბავშვია, სკოლაა...“

სამცხე-ჯავახეთში, ოთხსულიანი ოჯახი თვეში, ერთ ტომარა ფქვილს მოიხმარს. ოჯახი ძირითადად პურს აცხობს, თუმცა ზოგჯერ მესხური კერძების (თუთმაჯი, თათარბერაკი, ქადა და ა.შ.) მოსამზადებლადაც იყენებს. მოსახლეობის უმრავლესობა უმაღლესი ხარისხის ნაცვლად, ახლა უკვე თანხის დაზოგვის მიზნით, პირველი ხარისხის ფქვილს ყიდულობს.

,,უკვე იმ ხუთ ლარსაც მნიშვნელობა აქვს. უმაღლესი ხარისხის ფქვილი 80 ლარი ღირს, მაშინ როცა პირველი ხარისხის - 75 ლარია. სოფლიდან ჩამოსული ადამიანი, რომელმაც ფქვილი, შაქარი და ზეთი მაინც უნდა იყიდოს ვეღარ აწვდენს გაზრდილ ხარჯებს თავის ისედაც შემცირებულ შემოსავალს. ამ დროს კი მისი მოწეული მოსავალი დღითიდღე უფასურდება“, -ამბობს ფქვილის გამყიდველი ალექსანდრე ნებაძე.
ფქვილის გამყიდველები, ,,კლიენტის" მოლოდინში

ფქვილის გამყიდველებისთვის დღე, როდესაც ერთ ტომარას ყიდიან, წარმატებულია. ბურღულეულზე 45-დან 80 ლარამდე გაზრდილმა ფასმა მყიდველთა რაოდენობა გაანახევრა. ამბობენ, ,,დღეები ისე გადის, ფასსაც აღარავინ კითხულობს“.

პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე ახალციხეში ფიქრობენ, რომ ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა კრიზისმა. ორად გაყოფილი პოლიტიკოსები ,,სკამისთვის იბრძვიან და არა ხალხისთვის“, - ბრაზობენ საქართველოს სამხრეთით. საყოველთაო გაძვირების ფონზე, ოჯახების უმეტესობას პრაქტიკულად ამოღებული აქვს მზა კერძების შეძენა, ტაქსით მგზავრობა, კაფე და მკურნალობის ხარჯი.

ფასები და სახელმწიფო

2020 წლის დეკემბრის თვიდან სახელმწიფო საარსებო მინიმუმს სულადობის მიხედვით აღარ ითვლის. ანგარიშობს მხოლოდ ორი მიმართულებით: შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმს, რომელიც მარტის მონაცემებით 201 ლარს შეადგენს და საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს, რომელიც ამავე პერიოდში 178.1 ლარად დაანგარიშდა. იმავე მონაცემების მიხედვით, ოთხსულიანი ოჯახისთვის საშუალოდ 365 ლარია თვეში დათვლილი, რადგან საქსტატის წარმომადგენლის, გიორგი მიქელაძის განმარტებით, ,,ხარჯები იყოფა ორ ნაწილად: კვების და არასასურსათო ხარჯად. მაგალითად, კომუნალურების თანხა არ იცვლება ერთსულიანი ოჯახია ის თუ ოთხი, ასევე კარტოფილის შეწვის დროს არ იცვლება ზეთის რაოდენობა, იმის მიუხედავად რამდენი ადამიანისთვის იწვება, თუმცა დათვლის მეთოდოლოგია, რომელიც ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, კიდევ სხვა დეტალებს მოიცავს“.

საარსებო მინიმუმში 40 დასახელების პროდუქტი შედის. ჩამონათვალშია ხორცი, თევზი, რძის ნაწარმი, ბოსტნეული, ბურღულეული და ხილი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მარტის თვის საარსებო მინიმუმი 4.5 ლარით ნაკლებია გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით.
მომხმარებლისგან დაცლილი ახალციხის აგრარული ბაზარი

აპრილის თვის მონაცემებს საქ.სტატი 14 მაისს გამოაქვეყნებს. ვიდრე სახელმწიფო ანგარიშობს, ფასები თითქმის ყველაფერზე იზრდება. მედიკამენტები, პროდუქცია და საწვავი აპრილში განსაკუთრებით გაძვირდა.

პანდემიამდე ერთი ტომარა ფქვილი 45 ლარი ღირდა, დღეს კი მისი შეძენა 80 ლარად არის შესაძლებელი.

გაიზარდა საწვავის ფასიც, შარშანდელთან შედარებით რეგულარი, ანუ ყველაზე იაფი ბენზინი, როგორც მას მძღოლები უწოდებენ, 1.4 -ის ნაცვლად 2. 54 ლარი გახდა. ფასები გაორმაგდა და ზოგ შემთხვევაში გასამმაგდა კიდეც მედიკამენტებზე.

2021 წლის 7 მაისს, ეროვნული ბანკის დადგენილებით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.4324 ლარს შეადგენს. მაშინ როცა ზუსტად ერთი წლის წინ, ლარის თანაფარდობა დოლართან 3.1999 იყო.

ლარის კურსის დაცემამ ყველაფერი გაართულა - უცხოურ ვალუტაში აღებული სესხები გაძვირდა. გაიზარდა ასევე ქართულ ლარში გადასახდელი კრედიტების თანხაც, რადგან ბოლო ორ თვეში (17 მარტი და 28 აპრილი) რეფინანსირების განაკვეთი 1.5 პროცენტით გაიზარდა.

საყოველთაო გაძვირებას, მაღაზიის მეპატრონეთა განმარტებით, უკრაინასა და რუსეთში შექმნილი ზეთის დეფიციტიც დაემატა, რამაც ამ პროდუქტის ფასი გააორმაგა.

,,დისტრიბუტორებს ყოველ შემოტანაზე ზეთი გაძვირებული ფასით შემოაქვთ, გვეუბნებიან, დეფიციტია და კიდევ უფრო გაძვირდებაო. მეც ცუდ დღეში ვარ, ისედაც რამხელა ფასი ადევს და რაღა დავამატო, არადა, უფასოდ ხომ ვერ ვიმუშავებ“, - ამბობს ოთარ ხატიძე.
გაძვირებული  და დეფიციტური ზეთი

ზეთთან ერთად საგრძნობლად გაძვირდა შაქარი, მაშინ როცა პანდემიამდე ერთი კგ-ს ყიდვა 1.4 ლარად იყო შესაძლებელი, დღეს მისი ფასი 2.3 ლარია. ფასები მომატებულია აბსოლუტურად ყველა პროდუქტზე. შემოსავალი კი მოსახლეობის ერთ ნაწილს იგივე დარჩა, მეორე ნაწილს შეუმცირდა, ბევრმა კი საერთოდ დაკარგა.

ქვეყანაში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მარტში 18.2%-ით გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 151 ათასი ოჯახი შემწეობას იღებს. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობამ 541 764 შეადგინა — ეს საქართველოს მოსახლეობის 14,5%-ია.

ციცო ლონდარიძე ვარაუდობს, რომ ნაყიდ პროდუქტებს ოჯახს ორ კვირას ამყოფინებს. უბნის მაღაზიაში ვალის შემცირება უნდოდა, მაგრამ უკვე იცის - ,,ნისიის" რვეულში მისი სახელი ამ თვეშიც იქნება. ციცოს მსგავსად, ფასების ზრდასთან ერთად სახელმწიფოში გაღარიბებული მოსახლეობის რიცხვი დღითიდღე იზრდება. ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმისთვის განსაზღვრული ყოველთვიური თანხა, უკეთეს შემთხვევაში, თავის გასატანად ოჯახს მხოლოდ 14 დღე ჰყოფნის.

Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 14 °C
img
ახალქალაქი 9 °C
img
ასპინძა 14 °C
img
ადიგენი 22 °C
img
ბორჯომი 14 °C
img
თბილისი 18 °C
img
აბასთუმანი 14 °C
img
ბაკურიანი 11 °C
img
ნინოწმინდა 9 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.9171
EUR
EUR
1
2.8804
RUB
RUB
100
2.9145
TRY
TRY
1
0.0827
USD
USD
1
2.6859
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetpark girişbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 GirişEntrümpelung firmamedyamuhabiri.combetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni girişsuperbetinBinance Kayıt Olmaistanbul tabelacıreklam tabelatotem tabelabetkombahiscom twittertipobet yeni giristipobet güncel giriştipobet günceltipobet tvmariobet girişmariobet twittermariobettarafbet giriştarafbet twittertarafbet adressweet bonanza demo oynabetturkey twitterBetnano girişbahiscom girişbahiscom twittersuperbetinbetturkeystarzbet girişstarzbet twitterstarzbet girişstarzbet twittercasibombetturkey girişbetturkey twitterparibahiscasibomdeneme bonusu veren sitelercasibombahiscom girişbahiscom twitterstarzbetbetturkeydeneme bonusu veren sitelermarkajtv izleportobetBetnanojojobet hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom mariobetcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqosmariobetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://www.iaimu.ac.id/wp-content/js/marsbahisimajbetmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetonwingrandpashabetnakitbahispiabellacasinomeritkingdumanbetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobetcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetsmovebetnanomavibetgoldenbahisbuyukbas probiyotiksigara shopbahsegelkavbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetsmovebetsmovebetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobettrbetvdcasinoholiganbetlunabetjojobetdinamobetbahiscomomegle livemobilbahiscasinometropolsahabetjojobetsafirbetmariobetsahabetMarsbahis Girişmeritkingtarafbetgrandpashabet+18 filmvbetparibahisholiganbetbetebetvbetvbetjojobetholiganbetcasibommarsbahismatbetsekabetonwinsahabetgrandpashabetnakitbahismeritkingbahsegelcratosslotkralbetdinamobetbetkanyonbets10marsbahisbets10meritkingimajbetgrandpashabetbetkomtürk pornoporno sexporno izlebedava pornoSlotellabets10onwincasibomgrandpashabetMatadorbettruvabetdumanbet girişcasibomtümbetbettiltgrandbettingBetturkey TwitterklasbahiskalebetPerabetholiganbetbaywintarafbetpokerklasyouwinbetpastipobetbetpasbetboobayspinDeneme bonusu veren sitelerbetebetmatadorbettarafbetmeritkingbetkanyonmarsbahisjojobet7slotsbets10kadıköy travestitarafbetstarzbetimajbetSahabetgrandpashabetjojobetjojobetSahabet