ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძარია
ახალციხე-ბორჯომის მონაკვეთზე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძარია. მეხანძრე-მაშვლებთან ერთად, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ადგილი, სადაც ხანძარი გაჩნდა, მაღალი გამავლობის მანქანებისთვისაც მიუვალია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ცეცხლის კერასთან მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.
ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით, 15:00 საათზე შენიშნეს.