COVID19
რეგიონის მასშტაბით, კოვიდ 19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ ახალციხეში დაფიქსირდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში, კორონავირუსის 194 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან ყველაზე დიდი რაოდენობა ახალციხეში დაფიქსირდა.
კოვიდ 19-ის შემთხვევები მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გადანაწილდა:
- ახალციხე - 82;
- ბორჯომი - 79;
- ახალქალაქი - 11;
- ნინოწმინდა - 11;
- ადიგენი -10;
- ასპინძა - 1.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, გასულ 24 საათში რეგიონში კორონავირუსისგან 497 ადამიანი განიკურნა.
ბოლო დღე-ღამის მონაცემებით, საქართველოში კოვიდ 19-ის 11 235 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
გააზიარეთ :