რეგიონი
გაგვაჩნია საკმარისი ძალაუფლება, რომ თავში ავარდნილ, არამეგობარ ქვეყნებს თავისი ადგილი მიუჩინოთ - მედვედევი აშშ-ს პასუხობს
"რუსეთს საკმარისი ძალაუფლება გააჩნია იმისთვის, რომ თავში ავარდნილ, არამეგობარ ქვეყნებს თავისი ადგილი მიუჩინოს" - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა საკუთარ ახლადშექმნილ Telegram არხზე განაცხადა.

მედვედევმა დასავლეთი რუსეთის მიერ წამოყენებული სანქციების გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ თუ პროცესები დასავლეთის გეგმის მიხედვით არ ვითარდება, ყველაფერში ერთი დამნაშავე - რუსეთი ჰყავთ.

,,ანტირუსული ისტერია, რომლის მომსწრენიც ახლა ვართ, სულაც არ არის ახალი ფენომენი. ასე იყო მე-19 და მე-20 საუკუნეებშიც. გავიხსენოთ ფიოდორ ტიუტჩევის ცნობილი სიტყვები:

,,დიდი ხანია შესაძლებელი იყო იმის წინასწარმეტყველება, რომ ეს მძვინვარე სიძულვილი, რომელიც ოცდაათი წლის განმავლობაში, ყოველწლიურად უფრო და უფრო ძლიერდებოდა დასავლეთში რუსეთის წინააღმდეგ, ოდესმე გაწყვეტდა ჯაჭვს. დადგა ეს მომენტი. რუსეთს უბრალოდ შესთავაზეს თვითმკვლელობა, უარის თქმა მისი არსების საფუძველზე, საზეიმო აღიარება იმისა, რომ ის სხვა არაფერია მსოფლიოში, თუ არა ველური და მახინჯი ფენომენი, როგორც ბოროტება, რომელიც უნდა გამოსწორდეს".

ისეთი შეგრძნებაა, თითქოს 2022 წელს დაიწერა"
- წერს მედვედევი.

რუსეთის ექსპრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის მიმართ ,,გიჟური სიძულვილის" ნიადაგს საფუძველი აშშ-მ და მათ სატელიტებმა მთელი 30 წლის განმავლობაში ჩაუყარეს.

,,დასავლეთს არ მოეწონა, რომ რუსეთი კვლავ უძლიერეს ძალად ჩამოყალიბდა, რომელსაც საკუთარი ინტერესების შენარჩუნების და სხვა ქვეყნებში საკუთარი მოქალაქეების დასაცავი ძალა შესწევს. მათ სურთ ქვეყანა კუთხეში მიამწყვდიონ, დააჩოქონ და ანგლო-საქსურ მაგალითებზე შეცვალონ.

არ გამოუვათ. რუსეთს საკმარისი ძალა აქვს იმისათვის, რომ თავში ავარდნილ, არამეგობარ ქვეყნებს თავისი ადგილი მიუჩინოს. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მსოფლიო წესრიგისთვის, ისეთის როგორიც შეესაბამება რუსეთის ფედერაციას და მის მოქალაქეებს. სადაც გაყინულ ნაცისტების ისტორიული ტყუილისა და გენოციდის ადგილი არ არის. მორალური ძალა და ისტორიული სიმართლე, როგორც ადრე, ჩვენს მხარესაა!"
- ამბობს მედვედევი.

როგორც მედვედევმა აღნიშნა, ანტირუსული ისტერია, რომელიც შეინიშნება, მე-19 და მე-20 საუკუნებშიც იყო, თუმცა მისივე თქმით ,,მორალური ძალა და ისტორიული სიმართლე", როგორც ადრე - ახლაც რუსეთის მხარესაა.
ასევე ნახეთ:

Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.