კიევის ოლქში, დაბა მაკარივში რუსების მიერ მოკლული 132 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს
კიევის ოლქის ქალაქ მაკაროვში, ოკუპანტების მიერ დაცხრილული 132 ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ადმინისტრაციის უფროსი ავრცელებს და ამბობს, რომ ქალაქის 40% განადგურებულია.
"რუსი ოკუპანტების მიერ დაცხრილული 132 ადამიანის ცხედარი აღმოვაჩინეთ. ქალაქის ნაწილი განადგურებულია, შენობები აღდგენას აღარ ექვემდებარება. ცხედრები ვიპოვეთ ქუჩებსა და მასობრივ საფლავებში" - ამბობს ვადიმ ტოკარი.
მანვე აღნიშნა, რომ ომამდე, დაბაში 15 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო აქტიური ფაზის დროს ათასზე ნაკლები ადამიანი დარჩა.