რიგით მეშვიდე საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2018 წლის 28 ოქტომბერს
გაიმართება. ერთი და იგივე პირი საქართველოს პრეზიდენტად
შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. არჩეულად ჩაითვლება საქართველოს პრეზიდენტობის ის კანდიდატი, რომელსაც ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა ნახევარზე მეტმა.
2018 წლის 5 იანვარს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილება 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე.
სულ
არჩევნებისთვის გამოყოფილია 39 136 784 ლარი, აქედან უშუალოდ
არჩევნების ჩატარების
ღონისძიებებზე დაიხარჯება 28 272 634 ლარი,
არჩევნებისათვის
მოხელეთა მომზადება-გადამზადებისთვის – 1 002 300 ლარი,
ხოლო საარჩევნო სუბიექტების
სატელევიზიო რეკლამის განთავსებისთვის – 2 242 850 ლარი.
ამ დროისათვის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი სხვადასხვა დროს შვიდმა კანდიდატმა გამოთქვა. სავარაუდოდ, მეორე ვადით კენჭს არ იყრის მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
1.
სალომე ზურაბიშვილი – დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც ,,ქართულმა ოცნებამ" წარადგინა
2.
გრიგოლ ვაშაძე – გაერთიანებული ოპოზიცია
3.
დავით ბაქრაძე – ,,ევროპული საქართველო"
4.
ზურაბ ჯაფარიძე – ,,გირჩი"
5.
დავით უსუფაშვილი – უპარტიო კანდიდატი
6.
შალვა ნათელაშვილი – ,,ლეიბორისტული პარტია"
7.
სანდრო ბრეგაძე –
,,ქართული მარში"რაოდენობა და კანდიდატთა ვინაობა ჯერ კიდევ შესაძლებელია შეიცვალოს.