არჩევნები
სალომე ზურაბიშვილი სამცხე–ჯავახეთში ამომრჩევლებს შეხვდება
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიას სამცხე–ჯავახეთში აგრძელებს.
ის რეგიონს ორი დღით ეწვევა.
ორ ოქტომბერს, "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატი მოსახლეობას ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ასპინძაში შეხვდება.
სამ ოქტომბერს კი დაგეგმილია ახალციხელ, ადიგნელ და ბორჯომელ ამომრჩეველთან შეხვედრა.
დაგეგმილია, რომ ზურაბიშვილმა ამომრჩევლებს წინასაარჩევნო პროგრამა უნდა გააცნოს. .
რეგიონში ზურაბიშვილის დასახვედრად მზადება მიმდინარეობს. ქალაქებში საპრეზიდენტო კანდიდატის პლაკატებს აკრავენ.
| Print |