მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი შეხვედრებს ჯავახეთში მართავს.
სალომე ზურაბიშვილმა, 2 ოქტომბერს, ნინოწმინდის კულტურის სახლში ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო.
ზურაბიშვილს თან უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ახლავს. შეხვედრაზე იმყოფებიან ახალქალაქისა და ნინოწმინდის მერები, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე ახალქალაქი–ნინოწმინდისა და ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატები.
ნინოწმინდის შემდეგ ზურაბიშვილი მხარდამჭერებს ახალქალაქში 14:00 სთ–ზე, ხოლო ასპინძაში 17:00 სთ–ზე შეხვდება.