არჩევნები
ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანია მოქალაქეების პროტესტის ფონზე
დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, საარჩევნო პროგრამა ჯავახეთში, ნინომინდისა და ახალქალაქის მოსახლეობას გააცნო.
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს დაკარგული მოქალაქეობა, ჯავახეთის მკვიდრებმა მარტივად უნდა აღიდგინონ.

მისივე თქმით, სახელმწიფომ ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის ინტეგრაცია და სახელმწიფო ენის შესწავლა უნდა უზრუნველყოს.

სამცხე–ჯავახეთში ვიზიტისას, ზურაბიშვილს უმრავლესობის დეპუტატები გია გაჩეჩილაძე და გიორგი ვოლსკი, ასევე რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატები ახლდნენ. შეხვედრას სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი და მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.

მხარდამჭერებთან შეხვრდრის პარალელურად, თეატრის შენობის გარეთ მისი მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ. მათ ზურაბიშვილს მოღალატე უწოდეს და "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატის ჯავახეთში ვიზიტი გააპროტესტეს.

| Print |