არჩევნები
"ტატუნაშვილის დედულეთში უნდა, რომ ხმები აიღოს" – დაპირისპირება ზურაბიშვილთან შეხვედრისას
"რუსულ ძალას გვერდში ვერ დავუდგებით" – ამ შეძახილებით დახვდნენ მხარდამჭერებთან შეხვედრიდან გამოსულ სალომე ზურაბიშვილს ახალციხეში.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პრეზიდენტის დამოუკიდებელ კანდიდატს შეახსენეს, რომ რუსეთ–საქართველოს ომის დაწყების ინიციატორად, მან საქართველო დაასახელა და ახლა გვერდში დგომას არ უნდა ელოდოს.
ირაკლი ბარძიმაძეს "ქართული ოცნების" მხარდამჭერები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი გაახსენეს.

სალომე ზურაბიშვილის სამცხე–ჯავახეთში ვიზიტი, ახალქალაქშიც გააპროტესტეს.

| Print |