არჩევნები
ცესკომ არჩევნების დღეს, ფოტო–ვიდეოს გადაღების წესები განმარტა
ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 28 ოქტომბერს დილის 08:30

საათიდან რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს.

24 საათიან რეჟიმში იმუშავებს როგორც კომისიის სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ისე ონლაინ ჩათი. შესაბამისად ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ.

საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი:

8:30 სთ,  10:30 სთ,  12:30 სთ,  15:30 სთ,   17:30 სთ  და  20:30 სთ

განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.

| Print |