,,პროცედურული დარღვევები ყველა უბანზე ფიქსირდება" – ირმა ბასილაშვილი
ახალქალაქში ხმის მიცემის პროცესი, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, დილიდან დარღვევებით მიმდინარეობს.
ახალქალაქის #3 უბანზე 1299 ამომრჩევლიდან ხუთი სპეციალური სიებით აძლევს ხმას, ხოლო ცხრა გადასატანი ყუთის მეშვეობით,
ხოლო #66 უბანზე რეგისტრირებული 736 ამომრჩევლიდან 10 სპეციალური სიით, ხოლო რვა გადასატანი ყუთის საშუალებით აძლევს ხმას.
უბანზე მხოლოდ 600 ბიულეტენია მისული.
#1 უბანზე 1492 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან სპეციალურ სიაში 11, ხოლო გადასატან ყუთზე 6 ამომრჩეველია.
უბანზე სულ 1250 ბიულეტენია მიღებული.
,,ევროპული საქართველო" –ს წარმომადგენელი ამბობს, რომ ახალქალაქის ყველა უბანთან დგანან ე.წ. ქურდული მენტალიტეტის მქონე პირები, რომლებიც ამომრჩევლებზე ახდენენ ზეწოლას.
,,აქტიურობა დაიწყება ერთ–ორ საათში, თუმცა ეს შავი თუ ყავისფერი ჯოგი ყველა უბანთან დგას და ემუქრებიან მოსახლეობას. მაგათ აგიტატორები აღარ ჰქვიათ, 20 ლარად გაყიდულებს რაღა აგიტატორი ჰქვია" – აცხადებს არსენ კარაპეტიანი.
რაც შეეხება მრავალეროვანი საქართველოს წარმომადგენელს, იგი განმარტავს, რომ ჯავახეთში ,,პროცედურული დარღვევები დილიდან ფიქსირდება".
ირმა ბასილაშვილის თქმით, ,,მრავალეროვანი საქართველო" ახალქალაქისა და ნინოწმინდის ყველა უბანზეა წარმოდგენილი.