#37 საოლქო საარჩევნო კომისიაში მხოლოდ ერთი დარღვევა ფიქსირდება
ახალციხის 37–ე საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მხოლოდ ერთი საჩივარია დაწერილი, რომელიც 21–ე უბნის ეზოში
მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის აგიტაციას გულისხმობს.
#37 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თეა გავაშელის განმარტებით, უბნის გარეთ ჩატარებული აგიტაცია დარღვევად არ ითვლებას, სხვა ინფორმაცია დარღვევების შესახებ ოლქს ჯერ არ აქვს.