"თუ მარშუტკით ვერ მოვლენ, ამომრჩევლებს სპეციალური მანქანებით მოვიყვანთ" – მერის წარმომადგენელი
18:32 / 28.10.2018
სოფელ პატარა პამაჯში, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს აღრიცხავენ.
აგიტატორები საარჩევნო უბნის შესასვლელ კართან სხედან და სიებში ინიშნავენ, ვინ მივიდა არჩევნებზე და ვინ არა. მათი თქმით, ამომრჩეველს, რომელიც უბანზე არ მისულა, სახლში მიაკითხავენ და მანქანით მოიყვანენ.
სიებში არის გრაფა – ჩვენი მხარდამჭერი, სადაც 48 ნომერია ჩაწერილი.
მერის წარმომადგენელი კარლენ კარახანიანი ამბობს, რომ ოთხი სოფლის ყულალისის, პატარა პამაჯის, დიდი პამაჯისა და ორალის მოსახლეობას ინიშნავენ. თითოეული სოფლიდან ამომრჩევლის აღრიცხვაზე ორი აგიტატორი ზრუნავს. ამბობს, რომ უბანთან აგიტაცია მათთვის არავის დაუშლია.
აგიტატორები ამბობენ, რომ არჩევნებამდე ყველა ოჯახი შემოიარეს და მათი მხარდამჭერები აღწერეს. "მეცხრე არხთან" არ დაუმალავთ, რომ #18 უბანზე რეგისტრირებული 1 067 ამომრჩევლიდან, 517 სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერია.
უბნის ეზოში მოქალაქეები არიან შეკრებილნი, რომლებსაც 48–ნომრიანი ჟილეტები აცვიათ.
უბანთან რამდენიმე ავტომობილს, სალომე ზურაბიშვილის პლაკატები აქვს მიკრული.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.