არჩევნები
პარტიის ადგილობრივმა ლიდერებმა არჩევანი გააკეთეს
საკუთარი არჩევანი გააკეთეს პოლიტიკური პარტიების ადგილობრივმა ლიდერებმა.

ახალციხის მერი ხმის მისაცემად პირველ უბანზე მეუღლესთან და შვილთან ერთად მივიდა. ზაზა მელიქიძემ განაცხადა, რომ ისეთი დარღვევა არსად დაფიქსირებულა, რომელიც არჩევნების მიმდინარეობას ხელს შეუშლიდა.

28 უბანზე მისცა ხმა "ევროპული საქართველოს" ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარემ. გელა დემეტრაძემ მათი წარმომადგენლების მიერ დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ისაუბრა.

ირაკლი ბარძიმაძე სოფელ მინაძეში ხმის მისაცემად მარტო მივიდა. #17 უბანზე არა, თუმცა ოლქის მასშტაბით რამდენიმე ფაქტი დააფიქსირა. ბარძიმაძის თქმით, გადასატანი ყუთი იმ მანქანით გადაჰქონდათ, რომელიც აგიტაციას ეწეოდა.

| Print |