საარჩევნო უბნები დაიხურა
საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა. უბნებზე ხმის დათვლის პროცესი იწყება.
#37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 58% შეადგინა. ჯერ არ დაუთვლიათ ორი უბნის მონაცემები. ოლქში ერთი საჩივარია დაწერილი, რომელიც პროცედურულ დარღვევებს ეხება.
ახალციხის 35 უბანზე რეგისტრირებულია 34 472 ამომრჩეველი.