ასპინძის 23 უბნიდან ერთში ვაშაძემ გაიმარჯვა
ასპინძის #39 ოლქში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, გრიგოლ ვაშაძემ მხოლოდ ერთ უბანზე, მცირე უპირატესობით გაიმარჯვა.
17-ე (ხერთვისი-გულსუნდა) უბანზე მისული ამომრჩევლიდან, 78-მა მხარი გრიგოლ ვაშაძეს, 71-მა კი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა.
საბოლოო შედეგები კი ასეთია.
გრიგოლ ვაშაძე - 35.05%, სალომე ზურაბიშვილი - 64.95%.