არჩევნები
მმართველი პარტიის კანდიდატმა აბასთუმანში, საკუთარი არჩევანი გააკეთა
აბასთუმნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად ზუსტად 9 საათზე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.

გენადი ბოლქვაძე ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ გამარჯვებაში დარწმუნებულია. ,,ჩემი პრიორიტეტი სოციალური სფეროა და გამარჯვების შემთხვევაში ამ მიმართულებით ვაპირებ მუშაობას".

მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატი ერთადერთია, რომელსაც აბასთუმანში იცნობენ.

სულ, ადიგენის ოლქის მეორე უბანში 9 კანდიდატი მონაწილეობს.
| Print |