არჩევნები
არლის რწმუნებულმა ამომრჩევლები საკუთარი მანქანით მიიყვანა
აბასთუმნის #2 საარჩევნო უბანზე სოფელ არლის რწმუნებული სამ ამომრჩეველთან ერთად მივიდა და მოქალაქეები, ხმის მისაცემად, საკუთარი მანქანით თავად მიიყვანა.

არლის მაცხოვრებლები, რომლებიც აბასთუმანში არიან ჩაწერილები, აცხადებენ რომ რწმუნებულმა ,,შინაურულად ძალიან გვთხოვა და ჩვენც გამოვყევით".

არლის რწმუნებული დავით აკოფაშვილი მეცხრე არხთან განმარტავს, რომ ,,თანასოფლელები გაჩერებასთან იდგნენ, გზად მოვდიოდი, პატივი ვეცი და წამოვიყვანე".

19 მაისს სამცხე-ჯავახეთში არჩევნები მხოლოდ აბასთუმნის #2 უბანზე იმართება. ადგილობრივები საკრებულოს წევრს აირჩევენ. ტარიელ ენდელაძე, რომელმაც დეპუტატის მანდატი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მოიპოვა, 2018 წელს ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

კიდევ ერთი შუალედური არჩევნები გაიმართება ადიგენის ოლქში. 2019 წლის ოქტომბერში სოფელ არალის მოსახლეობა მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს.

| Print |