არჩევნები
აბასთუმანში პირველი საჩივარი საარჩევნო უბნის დახურვის შემდეგ დაიწერა
აბასთუმნის #2 საარჩევნო უბანზე უბნის დახურვის შემდეგ პირველი საჩივარი დაიწერა.

საჩივარი ,,სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელმა თეონა მაისურაძემ პროცედურული დარღვევის გამო დაწერა.

უბნის დახურვის შემდეგ პოზიციების გადანაწილება და ხმების დათვლა დაიწყო.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კომისიას ჯერ სამაგიდო სიები და გამოუყენებელი ბიუკელენები უნდა დაელუქა, ხმის დათვლა კი ამის შემდეგ დაეწყო.

დაწერილი საჩივრის შემდეგ კომისიამ კონვერტები საარჩევნო ყუთში დააბრუნა.

ადიგენის საკრებულოში მოსახვედრად 9 კანდიდატი დარეგისტრირდა, თუმცა ,,ქართული ოცნების" კანდიდატის გარდა, რვა კანდიდატიდან, დღეს აბასთუმანში არცერთი გამოჩენილა.


შუალედურ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“. ადგილობრივი ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შემდეგ, აბასთუმანში გამარჯვების შანსი არ აქვთ.

19 მაისს სამცხე-ჯავახეთში არჩევნები მხოლოდ აბასთუმნის #2 უბანზე გაიმართა. ადგილობრივებმა საკრებულოს წევრი აირჩიეს. ტარიელ ენდელაძე, რომელმაც დეპუტატის მანდატი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მოიპოვა, 2018 წელს ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

| Print |