არჩევნები
აბასთუმანში 38-მა ამომრჩეველმა ხმა მათთვის უცნობ კანდიდატს მისცა

 

აბასთუმნის #2 უბანზე მისული ადგილობრივებიდან, 6%, უცნობი კანდიდატისთვის ხმის მისაცემად მივიდა.

 

მაჟორიტარი დეპუტატობის რვა კანდიდატმა, ჯამში 38 ხმა მიიღო. „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კი ხმების 93.89% მოპოვება შეძლო.

საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა, დაბა აბასთუმანში რეგისტრირებულმა 634-მა მოქალაქემ მიიღო. აქედან 12 ხმა გაბათილდა.

შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ამომრჩეველთა ხმები კანდიდატებზე ასე გადანაწილდა:

1. გიორგი კოღუაშვილი - 10 (1.61%)
4. ზურაბ ხუციშვილი - 5 (0.8%)
21. მედეა სოლოდკო - 4 (0.64%)
23. ანიკო ბუცხრიკიძე - 3 (0.48%)
27. დავით ალხანაშვილი - 2 (0.32%)
33. ცისანა მელიქიძე - 4 (0.64%)
38. დავითი ბახტაძე - 6 (0.96%)
39. გრიგორი დარსანია - 4 (0.64%)
41. გენადი ბოლქვაძე - 584 (93.89%)

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 19 მაისის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა ორმა ოპოზიციურმა პარტიამ - „ევროპულმა საქართველომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“. კანდიდატი მხოლოდ მმართველმა პარტიამ წარადგინა. რეგისტრაციის ბოლო დღეს - 19 აპრილს კი არჩევნებში მონაწილეობის სურვილი რვა პარტიამ გამოთქვა. მათ მიერ დასახელებული კანდიდატებს ადგილობრივი მოსახლეობა არ იცნობდა.

 

| Print |