განათლება
გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ისტორიის გამოცდაზე ახალციხეში ჩავიდა

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 15 ივლისს ისტორიის საგნით გაგრძელდა. ახალციხის საგამოცდო ცენტრში გამოცდა ორ სესიად ჩატარდა.

სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით რეგისტრირებული 434 აბიტურიენტიდან, გამოცდაზე 16 მათგანი არ გამოცხადდა.

პროცესის მიმდინარეობას თვალი მიადევნა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა. სოფიო გორგოძემ საგამოცდო ცენტრი დაათვალიერა და აბიტურიენტებს წარმატება უსურვა.

| Print |