არჩევნები
არლის საარჩევნო უბნის კომისიის წევრთა შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

 

#38 ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიამ, საუბნო კომისიის წევრების შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. წევრობის მსურველებმა განცხადება ოლქში უნდა წარადგინონ. რეგისტრაციის ვადა 13 სექტემბერს იწურება. ექვს წევრს კომისია შეარჩევს, ექვსს კი პარტიები დანიშნავენ.

„10 სექტემბერს საოლქო საარჩევნო კომისიაში სხდომა გვქონდა. გამოვაცხადეთ კონკურსი საუბნო კომისიის წევრების შესარჩევად. განკარგულება საჯაროდ გამოვაკარით, ასევე განთავსდება ცესკოს ვებ-გვერდზე. კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ პირს შეუძლია. საკონკურსო კომისია დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას. წევრის გადასაწყვეტია აპლიკანტის გამოცდილებას, სეტიფიკატს თუ რას მიაქცევს ყურადღებას“, - გვითხრა #38 ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა მაჭარაშვილმა.

კომისიის წევრების დასანიშნად, პოლიტიკური პარტიებისთვის მიცემული ვადაც 13 სექტემბერს იწურება.

 

| Print |