არჩევნები
"ოცნებამ" არალში დეპუტატობის კანდიდატად ზურაბ ფეიქრიშვილი დაასახელა

 

27 ოქტომბრის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, "ქართულმა ოცნებამ" კანდიდატები დაასახელა. მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად ადიგენის სოფელ არალში, მმართველი პარტიის სახელით, ზურაბ ფეიქრიშვილი იბრძოლებს.


კანდიდატები „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე დაამტკიცეს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. კანდიდატები „ქართული ოცნების“ გენერალურ და პოლიტიკურ მდივნებს და პოლიტსაბჭოს წევრებსაც შეხვდნენ.

საკრებულოს შუალედური არჩევნები 2019 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს სამ თემში გაიმართება, მათ შორის #38 ადიგენის ოლქში.

| Print |