არჩევნები
"ასეთი კანდიდატებით უნდა მივაღწიოთ ბევრ გამარჯვებას" - მამუკა მდინარაძე
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში, "ქართულმა ოცნებამ" შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა. მმართველი პარტიის სახელით, საკრებულოში მოსახვედრად ზურაბ ფეიქრიშვილი იბრძოლებს. ამომრჩევლებს კანდიდატი პარტიის ლიდერებმა გააცნეს. შეხვედრას სოფლის მოსახლეობა, მუნიციპალიტეტის და რეგიონის პირველი პირები ესწრებოდნენ.

საკრებულოს შუალედური არჩევნები 2019 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს სამ თემში, მათ შორის ადიგენის უბანზე გაიმართება. ჯერჯერობიტ სხვა პოლიტიკურ ძალად კანდიდატი დასახელებული არ ჰყავს. მათი რეგისტრაცია 27 სექტემბერს იწურება.

| Print |