არჩევნები
"განათლებული და ინფორმირებული ქალი აღზრდის განათლებულ და ინფორმირებულ თაობას" – ,,პაროსი" ახალ პროექტს იწყებს (R)
ქალთა ორგანიზაცია-კავშირი "პაროს" ახორციელებს პროექტს "განათლებული და ინფორმირებული ქალი აღზრდის განათლებულ და ინფორმირებულ თაობას" ასპინძის და ადიგენის მუნიციპალიტეტებში, რომლის ფინანსური მხარდამჭერია ცესკო და "საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმების და სწავლების ცენტრი".

პროექტის მიზანია - სამოქალაქო და საარჩევნო განათლების დონის ამაღლების უზრუნველყოფა

პროექტის ამოცანებია:

1. ასპინძის და ადიგენის მუნიციპალიტეტების ქალების საარჩევნო განათლების დონის ამაღლება;

2. ასპინძის და ადიგენის მუნიციპალიტეტების ქალების სამოქალაქო განათლების დონის ამაღლება;

3. ასპინძის და ადიგენის მუნიციპალიტეტების ქალების გენდერული თანასწორობის არჩევნებში და ინკლუზიური არჩევნების შესახებ ინფორმირების დონის ამაღლება;

4. ასპინძის და ადიგენის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის (განსაკუთრებით ქალების) საარჩევნო საკითხებზე და საარჩევნო უფლებებზე ინფორმირების დონის ამაღლება.


პროექტის ფარგლებში ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრები ადგილზე ბენეფიციარების პროექტში აქტიური ჩართულების და ასევე პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით და აირჩევა 48 აქტიური ქალი თითო მუნიციპალიტეტიდან.

3. შერჩეული ქალებისათვის ჩატარდება ტრენინგები შემდეგ თემებზე

· საქართველოს არჩევნების ისტორია და თანამედროვეობა, აქტიური მოქალაქეობა და არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში მონაწილეობის მნიშვნელობა.

· საარჩევნო უფლებები და რეალიზება, გენდერული თანასწორობა არჩევნებში, ინკლუზიური არჩევნები (მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა საარჩევნო პროცესში).

· არჩევნების უსაფრთხოება, ჩართული მხარეების როლი დემოკრატიული არჩევნების უზრუნველსაყოფად, საარჩევნო სისტემები და უშუალო დემოკრატიის ფორმები, არჩევნები და წამომადგენლობითი დემოკრატია.

ასევე ჩატარდება შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და თითო მუნიციპალიტეტში არჩეული იქნება 15 აქტიური ქალი, რომლებიც დაქირავებული მიკროავტობუსებით შემოივლიან თავისი მუნიციპალიტეტის სოფლებს მცირერიცხოვანი ინფორმაციული შეხვედრების ჩასატარებლად.

მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ დაეკონტაქტეთ:

ნინო ზუმბაძეს ადიგენში – 593 912 379 და
თაკო თუმანიშვილს ასპინძაში – 598 599 571.
| Print |