არჩევნები
არალში რეგისტრატორს ახსნა-განმარტების დაწერა მოუწია
არლის #3 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა ამომრჩეველს ხელი სხვა ადგილზე მოაწერინა, ამის გამო რეგისტრატორს ახსნა-განმარტების დაწერა მოუწია. 

"ისეთი არაფერი მომხდარა. უბრალოდ ერთ ამომრჩეველს ხელი არასწორ ადგილზე, სხვა ამომრჩევლის გრაფაში მოვაწერინე, ამის შემდეგ უკვე თავის ადგილას მოაწერა ხელი", - გვითხრა ინგა ბოხაშვილმა.

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზაურ ჩილინგარაშვილი ამბობს, რომ პირი, რომლის ადგილზეც ამომრჩეველს ხელი მოაწერინეს, ხმის მიცემის უფლებას არ დაკარგავს.
| Print |