არჩევნები
არლის საარჩევნო უბანზე 2 ახსნა-განმარტებითი ბარათი დაიწერა
დღეს, 27 ოქტომბერს არლის საარჩევნო უბანზე რეგისტრატორების მხრიდან მეორე ახსნა–განმარტება დაიწერა. უბნის თავმჯდომარის ზაურ ჩილინგარაშვილის განხცადებით, ერთ–ერთმა რეგისტრატორმა ორ ამომრჩეველს ხმის უფლება ისე მისცა, რომ ჟურნალში ხელი არ მოაწერინა.

არლის #3 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა ამომრჩეველს ხელი სხვა ადგილზე დაახლოებით 15:00 საათისთვისაც მოაწერინა, ამის გამო რეგისტრატორს ახსნა-განმარტების დაწერა მოუწია.

"ისეთი არაფერი მომხდარა. უბრალოდ ერთ ამომრჩეველს ხელი არასწორ ადგილზე, სხვა ამომრჩევლის გრაფაში მოვაწერინე, ამის შემდეგ უკვე თავის ადგილას მოაწერა ხელი", - გვითხრა ინგა ბოხაშვილმა.

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზაურ ჩილინგარაშვილი ამბობს, რომ პირი, რომლის ადგილზეც ამომრჩეველს ხელი მოაწერინეს, ხმის მიცემის უფლებას არ დაკარგავს.



| Print |