არჩევნები
არალში საარჩევნო უბანი დაიხურა
საარჩევნო უბანი არალში ზუსტად 20:00 სთ-ზე დაიხურა. საუბნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, მონაწილეობა 887-მა ამომრჩეველმა მიიღო, მათ შორის 390 ქალია.

,,არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, ამომრჩეველთა თანაბარი აქტივობა იყო დღის განმავლობაში, გაუქმდა 8 ბიულეტენი და დამოკვირვებლის უყურადღებობის გამო დაიწერა ორი ახსნა-განმარტებითი ბარათი. კომისიას ბიულეტენი არ დაკლებია. გაცემული ბიულეტენების რაოდენობა დაემთხვა სამაგიდო სიებს" - აცხადებს მეცხრე არხთან ზაურ ჩილინგარაშვილი.

მთელი დღის განმავლობაში, საარჩევნო უბნის მიმდებარედ, იმყოფებიან ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერები იმყოფებოდნენ. არჩევნების საბოოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ კი დაიშალნენ.


| Print |