არჩევნები
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ბიუჯეტს 42,7 მლნ ლარი დაუჯდება
2020 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები ბიუჯეტს 42,760,652 ლარი დაუჯდება. არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო ასიგნებების გამოყოფასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ სპეციალური დადგენილება უკვე მიიღო.

გამოყოფილი თანხიდან შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯება 19,531,295 ლარი, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა დაფინანსებაზე - 7,238,050 ლარი, საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯი კი 2,111,674 ლარი იქნება.

2016 წლის არჩევნები ბიუჯეტს 38,136,230 ლარი დაუჯდა, ანუ 4,624,422 მლნ ლარით ნაკლები, ვიდრე 2020 წლის არჩევნებზე დაიხარჯება.

წყარო: ipn.ge
| Print |