არჩევნები
არჩევნებში მონაწილე სუბიექტები ერთმანეთზე პოზიტიური საარჩევნო რეკლამის მედიაში განთავსებას ვეღარ შეძლებენ
საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტები ერთმანეთზე პოზიტიური საარჩევნო რეკლამის მედიაში განთავსებას ვეღარ შეძლებენ
არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტები ვეღარ შეძლებენ, მედიაში ერთმანეთზე პოზიტიური საარჩევნო რეკლამის განთავსებას. შესაბამისი ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“ შედის.

კანონპროექტის თანახმად, დაუშვებელი იქნება ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ სარეკლამო დროის ფარგლებში ისეთი რეკლამის განთავსება, რომელიც სხვა საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მიზნებს ემსახურება.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ სხვა სუბიექტის რეკლამირების შესახებ ჩანაწერში იგულისხმება მხოლოდ პოზიტიური რეკლამა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საარჩევნო კოდექსის პროექტი მედია-კამპანიისა და პოლიტიკური სუბიექტებისთვის დათმობილი საეთერო დროის მიმართულებით მთელ რიგ ცვლილებებს ითვალისწინებს. უფრო კონკრეტულად, მაუწყებლის მიერ ფასიანი რეკლამის განთავსებისათვის გადახდილ საფასურზე მეტი დროის დათმობა შესაბამისი (რეკლამის დამკვეთი) სუბიექტისათვის, ან უფასო რეკლამის განთავსებისას საარჩევნო სუბიექტისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ დროზე მეტის დათმობა, ჩაითვლება უკანონო შემოწირულობად. ასევე, ემატება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მესამე მხარისაგან რომელიმე სუბიექტის სასარგებლოდ რეკლამის/ანტირეკლამის განთავსება ჩაითვლება შემოწირულობად, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას გაცხადებული საარჩევნო მიზანი.
| Print |