#37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიამ დღეს თავმჯდომარე აირჩია. კომისიის სხდომაზე, 5–მა მუდმივმოქმედმა წევრმა ყოფილი თავმჯდომარის, თეა გავაშელის კანდიდატურა ერთმად დაასახელა და მხარიც დაუჭირა. იგი საარჩევნო კომისიას 5 წლის ვადით უხელმძღვალებს.
თეა გავაშელი აღნიშნულ თანამდებობაზე პირველად 2010 წლის 21 ოქტომბერს აირჩა. 5 წლის შემდეგ კი მას როგორც თავმჯდომარის, ასევე წევრის უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. შესაბამისად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ადგილი ვაკანტურად გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა ხუთმა პირმა მიიღო. ლია სუდაძის, თეა გავაშელის, როინ თაქთაქიძის, მართა გელაშვილისა და ნინო აჩელაშვილი-ხოსიტაშვილის კანდიდატურებიდან, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ახალციხის ოლქის წევრად, არჩევანი თეა გავაშელზე შეაჩერა და ნდობა მეორედ გამოუცხადა. დღეს კი ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიამ თავმჯდომარედ აირჩია.