არჩევნები
პოლიტიკა ქალების გარეშე - პარლამენტის გენდერული შემადგენლობა ციფრებში
საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი პოლიტიკურ სუბიექტებს ავალდებულებს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, პარტიულ საარჩევნო სიაში ყოველ მეოთხე კანდიდატად განსხვავებული სქესის წარმომადგენელი მიუთითოს.
გენდერული კვოტების, ასევე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მიზნით მიღებული საერთაშორისო აქტებისა და სხვა ნაბიჯების მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანოებში ქალების მხოლოდ 24% არის წარმოდგენილი. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ქალთა წარმომადგენლობა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ 7%-ით არის გაზრდილი.
პარლამენტთაშორისი კავშირის მიერ გამოქვეყნებული 2020 წლის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს 193 ქვეყანას შორის საქართველო 138-ე ადგილზე დგას. თუ ამ მონაცემს 2016 წელს არსებულ მდგომარეობას შევადარებთ, საქართველოს ინდიკატორი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კუთხით საერთაშორისო დონეზე გაუარესდა, რადგან 2016 წელს საქართველო 119-ე ადგილს, 2012 წელს კი 103-ე ადგილს იკავებდა.
ეს მაშინ, როცა 1918-1921 წლების საქართველო ერთ -ერთი პირველი ქვეყანა იყო ევროპაში, რომელმაც ქალებს როგორც აქტიური, ასევე პასიური საარჩევნო უფლება მიანიჭა. 1919 წლის დამფუძნებელთა კრების არჩევნებზე კანდიდატად 20-მდე ქალი დარეგისტრირდა. არჩევნების შედეგების შემდეგ, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 5 ქალი დეპუტატი იყო წარმოდგენილი. შედარებისთვის, ბრიტანეთის პარლამენტში 1918 წელს მხოლოდ ერთი ქალი დეპუტატი იქნა არჩეული.
გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
გააზიარეთ :