არჩევნები
„თავისუფალმა საქართველომ“ სამცხეში დეპუტატობის კანდიდატი შეარჩია

 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, პარტია “თავისუფალი საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამცხეში გოდერძი კუბლაშვილი იქნება. ის კენჭს იყრის ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარულ ოლქში. კანდიდატის წარდგენა ოფიციალურად ჯერ არ მომხდარა, კუბლაშვილი ამბობს, რომ ლიდერებთან მოლაპარაკებები ახლახანს დასრულდა.

თავისუფალი საქართველოს” სახელით არჩევნებში მონაწილეობის შეთავაზება პარტიიდან მიიღო. მან წინასარჩევნო კამპანია დღეიდან, 19 აგვისტოდან დაიწყო.

„პარტია ეროვნულ იდეებზეა დაფუძნებული, საინტერესო პროგრამა აქვს, ზედ აწერია „დინების საწინააღმდეგოდ“, ჩემს პრინციპებს ემთხვევა. ყველას გავუწევ ღირსეულ კონკურენციას. 30 წელში ამომრჩეველი გაიზარდა. აღარ ტყუვდება, მხოლოდ ნაცნობ-მეგობრობით ხმას აღარ აძლევენ“.

გოდერძი კუბლაშვილი მონაწილეობდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც. ოთხი წლის წინ თავდაპირველად "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელდა ახალციხე-ადიგენის ოლქში, მოგვიანებით პარტიის ლიდერმა კანდიდატობიდან მოხსნა. გოდერძი კუბლაშვილმა ამის შემდეგ საარჩევნო კამპანია პარტიის „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ სახელით განაგრძო. 
| Print |