არჩევნები
სამცხის ოლქში "ევროპული საქართველოდან" დეპუტატობისთვის ზურაბ ჩილინგარაშვილი იბრძოლებს
2020 წლის ოქტომბრის არჩევნებში, "ევროპული საქართველო" ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის საარჩევნო ოლქში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ზურაბ ჩილინგარაშვილს დაასახელებს. ის ამჟამად პოლიტსაბჭოს წევრია.

ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის ვინ უხელმძღვანელებს "ევროპული საქართველოს" ახალციხის ორგანიზაციას. ზურაბ ჩილინგარაშვილის თქმით, პარტიაში რამდენიმე კანდიდატს განიხილავენ.

"თავმჯდომარესთან დაკავშირებით ჯერ არანაირი გეგმა არ გვაქვს. არის სამი-ოთხი კანდიდატი, რომელთა შერჩევის განხილვა მიმდინარეობს. უახლოეს ერთ კვირაში ჩვენ თავმჯდომარე გვეყოლება. კანდიდატების შერჩევის შემდეგ, წარედგინება თითოეულ პარტიას და შემდეგ დამტკიცდება" - ამბობს მაჟორიტარული დეპუტატის კანდიდატი, პოლიტსაბჭოს წევრი ზურაბ ჩილინგარაშვილი.

ახალციხის ორგანიზაციის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ დარჩა, რაც პარტიის წევრების ნაწილმა, "ევროპული საქართველო" დატოვა და "ნაციონალურ მოძრაობას" შეუერთდა. მათ შორისაა პარტიის უკვე ყოფილი თავმჯდომარე გელა დემეტრაძეც.

| Print |