არჩევნები
ახალციხეში "ტრიბუნა"-ს მაჟორიტარობის კანდიდატი სამოქალაქო ორგანიზაციებს შეხვდა
დღეს, 15 სექტემბერს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, პოლიტიკური მოძრაობა „დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნა“-ს მაჟორიტარობის კანდიდატსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი გელა კვარაცხელიასთან ერთად, რეგიონში არსებულ პრობლემებზე მსჯელობა და ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა იყო. 

გარდა ამისა, პოლიტიკური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, საკუთარი საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 

შეხვედრის მონაწილეებმა გელა კვარაცხელიას კითხვები დაუსვეს და სამცხეში არსებული პრობლემების მოგვარების გზებთან  დაკავშირებით, კანდიდატის აზრი მოისმინეს.

გელა კვარაცხელიამ ყურადღება საბანკო სისტემაზე, სამუშაო ადგილების სიმცირეზე, ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე და რეგიონში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე  გაამახვილა. 

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და პოლიტიკური მოძრაობა „დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნა“-ს სამცხის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატს გელა კვარაცხელიას შორის შეხვედრა, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“-ს (NCCE) ინიციატივით გაიმართა.

ორგანიზაცია წინასაარჩევნო პერიოდში მსურველებს, შეხვედრების მოსაწყობად ნეიტრალურ სივრცეს საქართველოს ათ ქალაქში სთავაზობს.



| Print |