არჩევნები
ოლეგ სანდროშვილი სამცხის ოლქში მაჟორიტარი კანდიდატია

 

ახალციხის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში სამცხის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

მისი კანდიდატურა დაასახელა პარტიამ „ქართული მარში - ეროვნული მოძრაობა“. ის ბიულეტენში 55 ნომერი იქნება.

ამ ეტაპზე, სამცხის ოლქში ცხრა კანდიდატია წარდგენილი. 

# 2 - "ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" - ზურაბ ჩილინგარაშვილი;
# 5 - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - ვაჟა ჩიტაშვილი
# 8 - "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - დავით გოგიჩაიშვილი; 
# 10 - „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - გიორგი ჩიტაური;
# 21 - "თავისუფალი საქარეთველო" - გოდერძი კუბლაშვილი
# 29 - "დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნა" - გელა კვარაცხელია;
# 31 - "თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა" - ზურაბ ხუციშვილი;
# 41 - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - ანტონ ობოლაშვილი;
# 55 - "ქართული მარში-ეროვნული მოძრაობა" - ოლეგ სანდროშვილი;
| Print |