არჩევნები
მომღერალი გიორგი ჩიტაური სამცხეში „ლეიბორისტების“ მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს
„ლეიბორისტულმა პარტიამ“ პრემიერ-მინისტრობის, მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატები დაასახელა. შალვა ნათელაშვილმა, 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებში, ახალციხე, ასპინძა, ადიგენი, ბორჯომის მაჟორიტარობის კანდიდატად მომღერალი გიორგი ჩიტაური წარადგინა.

„ჩემო მესხეთო, მე მინდა მოგიწოდოთ, არ გაყვეთ სამარცხვინო კანდიდატებს, სამარცხვინო მესხებს. აგერ კანდიდატად ვაგზავნი ჭეშმარიტ, მაგარ ქართველს, გიორგი ჩიტაურს, რომელსაც იცნობს ჩვენი საზოგადოება როგორც მთის ფოლკლორის საუკეთესო შემსრულებელს. ძალიან მაგარ ახალგაზრდას და მიხედეთ. გააკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ მესხეთმა დაიბრუნოს ქართულ პოლიტიკაში წამყვანი პოზიციები, როგორც მას ყოველთვის ეკავა“ – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა გიორგი ჩიტაურის წარდგენისას.

ლეიბორისტულმა პარტიამ კანდიდატები მხარდამჭერებს 26 სექტემბერს თბილისში წარუდგინა.

| Print |