არჩევნები
ნინოწმინდის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე "ქართული ოცნების" სააჩევნო სიაშია
საქართველოს 30 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება, “ქართულმა ოცნებამ” სუმბათ კიურეღიანი ახალქალაქი-ნინოწმინდის საარჩევნო ოლქში, პროპორციული სიის კანდიდატის სახით წარადგინა.

“სახელმწიფოს ჩემი იმედი ჰქონდა და მე უარი არ ვთქვი. ჩვენ ბევრი სოციალური პრობლემა გვაქვს. გარდა ამისა, დაინტერესებული ვარ მოქალაქეობის საკითხით. ვთვლი, რომ სამინისტროს, მოქალაქეობის მიღებას და ჩვენთვის შეღავათის გაკეთება არ უნდა ვთხოვდეთ. ჩვენ კონსტიტუციის შეცვლა გვჭირდება, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, კონსტიტუციასა და ორმაგი მოქალაქეობის მიღებაში ცვლილებების შეტანა გვჭირდება.

მე სიაში 37-ე ნომერი ვარ. პარლამენტში მოხვედრის შანსებს ვაფასებ, როგორც საკმაოდ შესაძლებელს. 7 წელი საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი, იგივე თანამდებობაზე 3-ჯერ ამირჩიეს, მე ერთ-ერთი გრძელვადიანი ხელმძღვანელი ვარ”
,-  განაცხადა სუმბათ კიურეღიანმა.

სუმბათი 1968 წლის 8 მარტს დაიბადა. 1992 წელს სომხური სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, სამეცნიერო აგრონომის სპეციალობით დაათავრა. 

წყარო: jnews.ge
| Print |